biobio.ge
ქართულ სიმინდზე გაზრდილი
რეცეპტები
ქათმის ნაგეთსი
ქათმის ნაგეთსი
ქათმის ნაგეცი                      BBQ სოუსი  
           
ქათმის ფილე 200გ     კეჩუპი 200გ
კვერცხი 2ც     ფორთოხლის წვენი 50მლ
ფქვილი 60გ     თაფლი 15გ
სიმინდის სახამებელი 50გ     შაქარი 20გ
მდოგვის პუდრა 8გ     პაპრიკა 10გ
მარილი 6გ     მარილი 6გ
პილპილი 5გ     სიმინდის სახამებელი 4გ
ნიორის პუდრა 6გ     წყალი 20გ
პაპრიკა 10გ        
წყალი 55მლ        


ქათმის ნაგეცი

  • ფქვილით, სიმინდის სახამებლით, კვერცხით, სუნელებით და წყლით გააკეთეთ თხელი ცომი ( მშრალი ინგრედიენტები კარგად გახსენით თხევადში), დააყოვნეთ ცოტახნიტ, რათა გემოები გაუჯდეს.
  • ქათმის ფილე დაჭერით მრგვალ თხელ ნაჭრებად.
  • გაამზადეთ ქვაბში ზეთი და გააცხელეთ 160 გრადუსზე.
  • დაჭრილი ქათმის ფილე ამოავლეთ ცომში და ბრთხილად ჩაუშვით ზეთში , დააცადეთ მომზადება 6-7 წუთის განმავლობაში და მომზადების შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდზე რათა ზედმეტი ზეთი მოშორდეს.

 

BBQ სოუსი

  • ქვაბში აადუღეთ წყალი, ადუღების შემდეგ დაამატეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ შაქრის სიროფი.
  • სიროფის გამზადების შემდეგ დაამატეთ კეჩუპი, ფორთოხლის წვენი, თაფლი და მშრალი ინგრედიენტები
  • მასა ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
  • დუღილის შემდეგ დაამატეთ წყალში გახსნილი სიმინდის სახამებელი და კარგად გახსენით მასაში.

 

  • სოუსი და ნაგეცი მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში, გემრიელად მიირთვით.
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
ნედლი ქათმის ფილე
ქათმის ფილე გაყინული
biobio.ge