ღუმელში გამომცხვარი კისრები

ღუმელში გამომცხვარი კისრები

ინგრედიენტები (2ულუფა):

1 კგ კისერი, 

3 კბილი ნიორი,

2 სმ ნედლი კოჭა (ჯანჯაფილი),

½ ჭიქა პომიდვრის წვენი,

½ კარგი კეტჩუპი,

¼ ჩ/კ შაქარი,

4 ს/კ ღვინის ძმარი,

¼ ჩ/კ დაფქული ძირა,

¼ ქარის სუნელი,

2 ს/კ ზეითუნის ზეთი,

ტობასკოს სოუსის რამოდენიმე წვეთი,

მარილი, 

ახლად დაფქული პილპილი.

 

მომზადების წესი: მარინადისთვის წვრილად გახეხეთ ნიორი და კოჭა შაქარი გახსენით ძმარში. აურიეთ ტომატის წვენი და კეტჩუპი, დაუმატეთ შაქრიანი ძმარი და ყვლა ინგრედიენტი კისრებისგარდა. ტობასკოს რაოდენობა იმის მიხედვით განსაზღვრეთ რამდენად ცხარე გსურთ გამოვიდეს მარინადი. ჩაასხით მარინადი ჰერმეტულ კონტეინერში ან პაკეტში (ჰერმეტული შესაკრავით), ჩააწყვეთ კისრებიდა კარგად აურიეთ, რომ მარინადით მთლიანად დაიფაროს კისრები. დატოვეთ 1 საათით. გაახურეთ ღუმელი 220გრადუსზე, ღუმელის ტაფაზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი და მოუსვით ზეთი სილიკონის ფუნჯით. ამოიღეთ კისრებიმარინადიდან, მოათავსეთ ტაფაზე და აცხვეთ 20-15 წუთი. დროდადრო გადააბრუნეთ და წაუსვით მარინადი. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი.

ნახეთ ასევე

ქათმის კისრები საფანელში

ქათმის კისრები საფანელში

ინგრედიენტები (2ულუფა): 

1 კგ კისერი, 

400 მლ რძე, 

2 ჭიქა ფქვილი, 

1 ჩაის კოვზი ორეგანო, 

1 ჩ/კ კოვზი ნივრის ფხვნილი, 

1 ჩ/კ ხახვის ფხვნილი, 

½ ჩ/კ მწარე წითელი წიწაკა (ჩილი), 

1 ჩ/კ შავი პილპილი, 

2 ჩ/კ მარილი, 

2 ს/კ პაპრიკა, 

2 კვერცხი, 

ზეთი შესაწვავად.

 

მომზადების წესი: კისრებს სურვილისამებრ გააცალეთ კანი, დაასხით ნახევარი რძე და შედგით მაცივარში 2 საათით. ჯამში აურიეთ ფქვილი და სუნელები მეორე ჯამში გათქვიფეთ კვერცხი და დარჩენილი რძე კისრები გამოიღეთ მაცივრიდან და მოათავსეთ რძისა და კვერცხის მასაში პარალელურად ქვაბში ჩაასხით ზეთი ისე, რომ კისრებს რომ ჩააწყობთ დაფაროს, და დადგით საშუალო ცეცხლზე რომ ზეთი გახურდეს. ამასთან ერთად გაახურეთ ღუმელი 120 გრადუსზე. (ღუმელის ტაფას დააფარეთ საცხობი ქაღალდი) კისრები ამოიღეთ რძისა და კვერცხის მიქსტურიდან და ამოავლეთ ფქვილიან მასაში. სურვილისამებრ შეგიძლიათ ეს პროცედურა გაიმეოროთ (კისრები თავიდან მოათავსოთ რძესა და კვერცხში და შემდეგ ფქვილში). ჩამოფერთხეთ ზედმეტი ფქვილი. ცხელ ზეთში (სასურველია გამოიყენოთ თერმომეტრი, ზეთის ტემპერატურა უნდა იყოს 180 გრადუსი) ფრთხილად მოათავსეთ კისრები (ერთდროულად ყველას ნუ შეწვავთ, ნაჭრებს შორის უნდა იყოს სივრცე) ბრაწეთ სანამ კარგად გაყავისფრდება, დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს. ამის შემდეგ გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე და შედგით ღუმელში, რომ თბილად იყოს სანამ ყველა კისერს შებრაწავთ. გააფორმეთ ლიმონის ნაჭრებითა და მწვანე ხახვით, მიირთვით ცხელი.

ვრცლად
ქათმის გუფთა

ქათმის გუფთა

გუფთა უდიდესი სიყვარულით და მოწონებით სარგებლობს ოჯახში დიდებისა და პატარების მხრიდან, ამიტომაც მას ხშირად ვამზადებთ

სასარგებლო და გემრიელი, ეს სადილი იდეალურია ბავშვებისთვის, უფროსებს კი დედის მზრუნველობას, სიყვარულს და ბავშვობის ბედნიერ და ლაღ დღეებს ახსენებს

ინგრედიენტები:

ქათმის ხორცის ბურთებისთვის დაგვჭირდება:

1 კგ ქათმის ფილე

2 თავი ხახვი

4-5 კბილი ნიორი

ქინძი და ოხრახუში

მარილი

პაპრიკა

1 კვერცხი

1 ს/კ ფქვილი სურვილისამებრ, თუ გინდათ რომ ბურთები უფრო მყარი გამოვიდეს

წვენისთვის ხაგვჭირდება:

კარაქი / ზეთი

1 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

2 ცალი სტაფილო

50 გრამი ბრინჯი ბასმათი

ქინძი

მარილი

ლიმონის წვენი გემოვნებით (ძალიან უხდება)

ვრცლად