ქათმის ფილეს კრემ-სუპი

ქათმის ფილეს კრემ-სუპი

ინგრედიენტები (4-6 ულუფა):

ბულიონისთვის ქათმის კისერი - 4 ცალი,

(დამატებით) ქათმის ზურგი - 2 ცალი ხახვი,

60 გრ სტაფილო,  

60 გრ ნიახურის ღერო, 

20 გრ მარილი - გემოვნებით,

1 ცალი მოხარშული ქათმის ფილე (400-500 გრ.),

1/3 ჭიქა საშუალო სიგრძის ბრინჯი, 

250 გრამი სქელი ნატურალური იოგურტი, ან მაწონი, 

4 კვერცხის გული, 

4 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, 

6 სუფრის კოვზი ფქვილი, 

მარილი გემოვნებით, 

ცხარე მოსართავი, 

2 კბილი ნიორი, 

1 ჩ/კ დაფქული ცხარე წითელი წიწაკა, 

3 ს/კ ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი. 

 

მომზადების წესი: თავდაპირველად მოამზადეთ ბულიონი. 2.5 ლიტრ წყალში მოხარშეთ ქათმის ზურგი, ქათმის კისერი, ოთხ ნაწილად გაჭრილი ხახვი, ასევე ოთხად გაჭრილ სტაფილო და ნიახურის ღეროები. გემოვნებით დაუმატოთ მარილი. ხარშეთ 1 საათი. გადაწურეთ, სუფისთვის დაგჭირდებათ 1,5 ლიტრი ბულიონი. გადაწურულ ბულიონში ჩაუმატეთ გარეცხილი ბრინჯი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 25 წუთი, სანამ ბრინჯი მომზადდება. ცალკე მომცროდ დაჭერით და მოხარშეთ ქათმის ფილე, და დაუმატეთ ბრინჯიან ბულიონს. ათქვიფეთ სუპი ბლენდერით სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. კრემ-სუპი დააბრუნეთ ქურაზე, მინიმალურ ცეცხლზე კვერცხის გულები გათქვიფეთ იოგურტთან და ფქვილთან ერთად. დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი ბულიონი ან წყალი, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა. მიღებული მასა გაწურეთ საცერში და ჩაამატეთ სუპში თან მუდმივად ურიეთ. ამის შემდგომ დაახურეთ ქვაბს თავზე და კიდევ 10-15 წუთი ხარშეთ. შემდეგ გადმოდგით სუპი ცეცხლიდან. მოსართავისთვის გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ ნიორი. გააცხელეთ ქვაბში ზეითუნის ზეთი და დაუმატეთ ნიორი და წიწაკა. მოურიეთ და 1 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. მზა სუპში ჩაუმატეთ მოსართავი, გაუწყვეთ მარილი და მიირთვით მაშინვე.

ნახეთ ასევე

ქათმის ნაგეთსი

ქათმის ნაგეთსი

ინგრედიენტები (6 ულუფა):

BBQ სოუსი,                                

ქათმის ფილე   200გ,         

კეჩუპი   200გ,       

კვერცხი   2ც,         

ფორთოხლის წვენი   50მლ,       

ფქვილი   60გ,         

თაფლი   15გ,       

სიმინდის სახამებელი   50გ,         

შაქარი   20გ,       

მდოგვის პუდრა   8გ,         

პაპრიკა   10გ,       

მარილი   6გ,         

მარილი   6გ,       

პილპილი   5გ,         

სიმინდის სახამებელი   4გ,       

ნიორის პუდრა   6გ,         

წყალი   20გ,       

პაპრიკა   10გ,                   

წყალი   55მლ.               

 

მომზადების წესი: ქათმის ნაგეცი ფქვილით, სიმინდის სახამებლით, კვერცხით, სუნელებით და წყლით გააკეთეთ თხელი ცომი ( მშრალი ინგრედიენტები კარგად გახსენით თხევადში), დააყოვნეთ ცოტახნიტ, რათა გემოები გაუჯდეს. ქათმის ფილე დაჭერით მრგვალ თხელ ნაჭრებად. გაამზადეთ ქვაბში ზეთი და გააცხელეთ 160 გრადუსზე. დაჭრილი ქათმის ფილე ამოავლეთ ცომში და ბრთხილად ჩაუშვით ზეთში , დააცადეთ მომზადება 6-7 წუთის განმავლობაში და მომზადების შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდზე რათა ზედმეტი ზეთი მოშორდეს. BBQ სოუსი ქვაბში აადუღეთ წყალი, ადუღების შემდეგ დაამატეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ შაქრის სიროფი. სიროფის გამზადების შემდეგ დაამატეთ კეჩუპი, ფორთოხლის წვენი, თაფლი და მშრალი ინგრედიენტები მასა ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. დუღილის შემდეგ დაამატეთ წყალში გახსნილი სიმინდის სახამებელი და კარგად გახსენით მასაში. სოუსი და ნაგეცი მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში, გემრიელად მიირთვით.

ვრცლად
კიევური კოტლეტი

კიევური კოტლეტი

ინგრედიენტები (4ულუფა): 

4 მკერდის ფილე (თითო 200 გრ.), 

200 გრ კარგი ხარისხის კარაქი, 

4-5 ღერო ოხრახუში, 

1 ლიმონის ცედრა, 

1 ჩ/კ ლიმონის წვენი, 

მარილი, 

პილპილი, 

ერბო ან მცენარეული ზეთი. 

შეწვისთვის ამოსავლებად 1,5 ჭიქა სუხარი ან საფანელი, 

2-4 ს/კ ფქვილი, 

2 კვერცხი, 

50 მლ რძე, 

მარილი, 

ახალდაფქული პილპილი.

 

მომზადების წესი: დაჭერით ოხრახუში წვრილად. დარბილებულ კარაქს შეურიეთ მარილი, ცედრა, ოხრახუში და ლიმონის წვენი. კარაქი 4 ნაწილად გაყავით, გადაახვიეთ საჭმლის შესაფუთ ცელოფანში, ძეხვის ფორმა მიეცით და შედეთ საყინულეში. ყურადღებით დაათვალიერეთ ფილე, თუ მყესები აქვს, მოაშორეთ, რომ კოტლეტმა შეწვისას ფორმა არ დაკარგოს. მოათავსეთ ფილეები შესაფუთ ცელოფნებს შორის და ფრთხილად დაბეგვეთ ცომის საბრტყელებელით, ისე, რომ არ გაიხეს. დაბეგვილ ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი. კიდეში მოათავსეთ მწვანილიანი კარაქი, და გადაახვიეთ როგორც ბლინები, ისე, რომ მიიღოთ ყველა მხრიდან დახურული კოტლეტი, რათა შიგთავსმა არ გამოჟონოს. 30 წუთით შედგით მაცივარში ათქვიფეთ ჯამში კვერცხი რძესთან ერთად. ცალკე ჯამში დაყარეთ ფქვილი, და მესამე ჯამში საფანელი. კარგად ამოავლეთ კოტლეტები ფქვილში დაჩამოფერთხეთ ზედმეტი. შემდეგ ამოავლეთ კვერცხში. შემდეგ ამოავლეთ საფანელში, კარგად ყველა მხრიდან, ზედმეტი ჩამოფერთხეთ. თუ კარგად არ მიეკრო საფანელი ხორცს, კიდევ ერთხელ ჩაუშვით კვერცხში და თავიდან ამოავლეთ საფანელში. კოტლეტები ისევ შედეთ მაცივარში 15-20 წუთით. ეს აუცილებელი ნაბიჯია, რათა საფანელი კარგად მიეკრას ფილეს და არ მოცილდეს შეწვისას. გააცხელეთ ქვაბში ზეთი 6-7 სმ-ზე. ჩაუშვით კოტლეტები ნაკეცით ქვემოთ და შეწვით ორივე მხრიდან, სანამ არ გაოქროსფერდება შემწვარი კოტლეტები შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. მიირთვით მომზადებისთანავე.

ვრცლად