ინგრედიენტები |
|
|
|
ბულიონის ნაკრები |
1შეკვრა |
ხახვი |
120გ |
ბარდა |
60გ |
სტაფილო |
120გ |
ნიორი |
6გ |
კარაქი |
30გ |
ფქვილი |
45გ |
რძე |
500მლ |
ქათმის ფილე |
350გ |
პასტა (მაკარონი) |
250გ |
მარილი |
15გ |
- დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში დაადგით ბულიონი (ქვაბში ჩაუშვით ბულიონის ნაკრები, ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, სტაფილოს გარეცხილი კანი და დაასხით წყალი ისე, რომ პროდუქტი კარგად დაფაროს).
- ქვაბში ჩაუშვით შჯუაზე გაჭრილი ქათმის ფილე დაასხით მარილ-წყალი, გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში სიცივეში და შემდეგ მოხარშეთ 10 წუთის განმავლობში.
- ტაფაზე მოხალეთ ფქვილი ოქროსფრამდე, დაასხით გამღვალი კარაქი, აურიეთ ერთმანეთში (რუ(კარგად შერევის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან)).
- გამზადებული ბულიონი გადაწურეთ, გადაწურულ სითხეში ჩაამატეთ რძე, დაადგით საშვალო დონის ცეცხლზე, წამოდუღების შემდეგ სწრაფ მორევის პარალელურად ჩაამატეთ ფქვილის და კარაქის მასა (რუ) და შეასქელეთ ბულიონი.
- წვნიანის მომზადების პარალელურად მოხარშეთ პასტა (ფუსილი).
- წვრილ სლაისებად დაჭრილი სტაფილო, ბარდა, პასტა (ფუსილი) და მოხარშული და თხლად დაჭრილი ქათამი ჩაუშვით სასურველ ჭურჭელში და ზემოდან დაასხით ბულიონის მასა.
- წვნიანი მზად არის, გადაიტანეთ სასურველ ჭურელში და გემრიელად მიირთვით.
ბიუ-ბიუ-ს პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: