ინგრედიენტები |
|
|
|
ქათმის ღვიძლი |
400გ |
კარაქი |
200გ |
მზესუმზირის ზეთი |
40მლ |
სტაფილო |
70გ |
ხახვი |
70გ |
ნაღები |
70მლ |
ფორთოხალი |
100გ |
ქინძი |
20გ |
ჩაბატა |
120გ |
- ხახვი და სტაფილო მოათავსეთ ქვაბში დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს და მოხარშეთ (ხარშეთ დაახლოებით 15 წთ-ის განმავლობაში), მოხარშვის შემდეგ გადაიტანეთ გრილ ჭურჭელში ბულიონიანად, რომ გაგრილდეს.
- ტაფა გაახურეთ დაასხით ზეთი და 50გ კარაქი, ჩაუშვით ქათმის გულ გვიძლი, დააყარეთ მარილი გემოვნებით, შებრაცვამდე 1 წუთით ადრე მოაწურეთ 40მლ ფორთოხლის წვენი და 1 წუთის შემდეგ გადაიტანეთ გრილ ჭურჭელში, რათა ღვიძლიც გაგრილდეს.
- ბოსტნეულის და ბულიონის მასა, რომ გაგრილდება, ბოსტნეული გადაიტანეთ მაღალდ/ღრმა ჭურჭელში, საჭიროების მიხედვით დაამატეთ ბულიონი (ისე, რომ მიიღოთ სქელი სოუსის კონსისტენციის მასა) და ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ.
- ღრმა ჯამში მოათავსეთ ქათმის ღვიძლი, დაასხით ბოსტნეულის და ბულიონის მასა და ერთად დაბლენდერეთ ისე, რომ კარგად გაიხნას ერთმანეთში.
- მომზადებულ მასას დაამატეთ ფორთოხლის წვენი 60მლ, ნაღები, მარილი გემოვნებით და მარიზით გადაურიეთ ეთმანეთში.
- მომზადებული ქათმის ღვიძლის პაშტეტი გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში თავზე დააფარეთ და შეინახეთ მაცივარში 30 წთ-ის განმავლობაში
- პარალელურად ოთახის ტემპერატურაზე მყოპ კარაქს გადაურიეთ ქინძი, მარილი გემოვნებით, ფორთოხლის ცედრა სურვილის მიხედვით, დაბალ ცეცხლთან დაიჭირეთ(არ დადგათ გაზქურაზე) სწრაფი მორევით ოდნავ შეალგვეთ.
- გაციებული პაშტეტი გამოიღეთ მაცივრიდან ზევიდან დაასხით სასურველი რაოდენიბუს მომზადებული კარაქი, თავზე დაახურეთ და ისევ შეინახეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში (პაშტეტის შენახვა რეკომენდირებულია 3 დღის განმავლობაში).
- გახუხეთ ჩაბატა (შეგიძლიათ გამოიყენოთ მორჩენილი კარაქი ქინძით და ფორთოხლის ცედრით.
გაციებული კერძი გამოიღეთ მაცივრიდან გადაუსვით ბრუსკეტას და გემრიელად მიირთვით.