კიევური კოტლეტი

კიევური კოტლეტი

ინგრედიენტები (4ულუფა): 

4 მკერდის ფილე (თითო 200 გრ.), 

200 გრ კარგი ხარისხის კარაქი, 

4-5 ღერო ოხრახუში, 

1 ლიმონის ცედრა, 

1 ჩ/კ ლიმონის წვენი, 

მარილი, 

პილპილი, 

ერბო ან მცენარეული ზეთი. 

შეწვისთვის ამოსავლებად 1,5 ჭიქა სუხარი ან საფანელი, 

2-4 ს/კ ფქვილი, 

2 კვერცხი, 

50 მლ რძე, 

მარილი, 

ახალდაფქული პილპილი.

 

მომზადების წესი: დაჭერით ოხრახუში წვრილად. დარბილებულ კარაქს შეურიეთ მარილი, ცედრა, ოხრახუში და ლიმონის წვენი. კარაქი 4 ნაწილად გაყავით, გადაახვიეთ საჭმლის შესაფუთ ცელოფანში, ძეხვის ფორმა მიეცით და შედეთ საყინულეში. ყურადღებით დაათვალიერეთ ფილე, თუ მყესები აქვს, მოაშორეთ, რომ კოტლეტმა შეწვისას ფორმა არ დაკარგოს. მოათავსეთ ფილეები შესაფუთ ცელოფნებს შორის და ფრთხილად დაბეგვეთ ცომის საბრტყელებელით, ისე, რომ არ გაიხეს. დაბეგვილ ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი. კიდეში მოათავსეთ მწვანილიანი კარაქი, და გადაახვიეთ როგორც ბლინები, ისე, რომ მიიღოთ ყველა მხრიდან დახურული კოტლეტი, რათა შიგთავსმა არ გამოჟონოს. 30 წუთით შედგით მაცივარში ათქვიფეთ ჯამში კვერცხი რძესთან ერთად. ცალკე ჯამში დაყარეთ ფქვილი, და მესამე ჯამში საფანელი. კარგად ამოავლეთ კოტლეტები ფქვილში დაჩამოფერთხეთ ზედმეტი. შემდეგ ამოავლეთ კვერცხში. შემდეგ ამოავლეთ საფანელში, კარგად ყველა მხრიდან, ზედმეტი ჩამოფერთხეთ. თუ კარგად არ მიეკრო საფანელი ხორცს, კიდევ ერთხელ ჩაუშვით კვერცხში და თავიდან ამოავლეთ საფანელში. კოტლეტები ისევ შედეთ მაცივარში 15-20 წუთით. ეს აუცილებელი ნაბიჯია, რათა საფანელი კარგად მიეკრას ფილეს და არ მოცილდეს შეწვისას. გააცხელეთ ქვაბში ზეთი 6-7 სმ-ზე. ჩაუშვით კოტლეტები ნაკეცით ქვემოთ და შეწვით ორივე მხრიდან, სანამ არ გაოქროსფერდება შემწვარი კოტლეტები შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. მიირთვით მომზადებისთანავე.

ნახეთ ასევე

ქათამი ლიმონით და მწვანილებით

ქათამი ლიმონით და მწვანილებით

ინგრედიენტები (4-6ულუფა): 

1 ქათამი 1.2 - 1.5 კგ, 

2 დიდი ლიმონი, 

3 ღერო როზმარინი, 

10 ფოთოლი შალფეი (მშრალი ფოთლები შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ), 

3 ფოთოლი დაფნა, 

ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი ნივრიანი საკმაზისთვის, 

5 დიდი კბილი ნიორი, 

7 ღერო ბეგქონდარა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქონდრით), 

1 ლიმონის ცედრა, მსხვილი მარილი, 

1.5-2 ს/კ ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი. 

 

მომზადების წესი: გაასუფთავეთ ნიორი. გახეხეთ 1 ლიმონის ცედრა. როზმარინს გააცალეთ ღერო. ლიმონი დაჭერით მრგვალად. მოამზადეთ ნივრის საკმაზი. ამისთვის დანაყეთ ნიორი მარილთან ერთად. წყვეთ-წვეთობით ჩაამატეთ სანაყში ზეითუნის ზეთი, თან გააგრძელეთ ნაყვა რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. დაუმატეთ ბეგქონდარას ფოთლები,და ცედრა და ამოურიეთ. ქათამს ააცილეთ კანი ფრთხილად ხელით ან დანის ბლაგვი პირით. ნივრის საკმაზი კანქვეშ წაუსვით, შემდეგ შიგნიდანაც ამოუსვით და დატოვეთ ქათამი 30 წუთით გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე ქათამს გადაუსვით ზეითუნის ზეთი, მოათავსეთ შესაწვავ ფორმაში, ზემოდან დაადეთ შალფეის ფოთლები, როზმარინი და ლიმონის რგოლები. ჩაუდეთ დაფნის ფოთლები. შეწვით ქათამი დაახლოებით 90 წუთი, სანამ ბოლომდე არ მომზადდება.

ვრცლად
ბარკლები და ფრთები მაწვნისა და აჯიკის მარინადში

ბარკლები და ფრთები მაწვნისა და აჯიკის მარინადში

ქათმის ბარკლები და ფრთები მაწვნისა და აჯიკის მარინადში კარტოფილის პიურეს გარნირით

უგემრიელესი, სასარგებლო და ნოყიერი სადილის მარტივი რეცეპტი ქართული ინგრედიენტების გამოყენებით 

დაგჭირდებათ:

ქათმის ბარკლები და ფრთები

მაწონი 400 მლ.

აჯიკა (1 ს.კ. მეგრული აჯიკაა გამოყენებული:)

პიურეს მოსამზადებლად:

კარტოფილი

კარაქი

რძე ან კარტოფილის ნახარში

მარილი

დავამარინადოთ ქათმის ბარკლები და ფრთები მაწონში და აჯიკაში - დავაყოვნოთ მაცივარში 1 საათით, ეს ქათმის ხორცს კიდევ უფრო წვნიანს და არომატულს გახდის

გემრიელად მიირთვით!

ვრცლად