პენე ქათმით და ფეტათი

პენე ქათმით და ფეტათი

ინგრედიენტები (4ულუფა): 

500 გრამი ქათმის მკერდის ფილე, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

6-8 ღერო მწვანე ხახვი, 

1 ჭიქა ყველი ფეტა, 

500 გრამი პენე, 

მარილი და პილპილი გემოვნებით.

 

მომზადების წესი: გააცხელეთ ზეითუნის ზეთი სქელძირიან ტაფაზე. დაუმატეთ მოგრძო ლუკმებად დაჭრილი ქათმის მკერდის ფილე, და საშუალო ცეცხლზე ბრაწეთ დაახლოებით 5-8 წუთი, სანამ ქათამი გაოქროსფერდება და მომზადდება. ხშირად ურიეთ. დაუმატეთ მწვანე ხახვი, შუშეთ 2 წუთი.გადმოდგით ცეცხლიდან,დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ფეტა, მოაყარეთ მარილი და პილპილი და ამოურიეთ. ამასობაში მოხარშეთ პასტა: სქელძირიან ქვაბში აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მარილი. ჩაყარეთ პენე, და ადუღებიდან 8-10 წუთი ხარშეთ. (პენეს შეფუთვაზე აწერია მომზადების დრო). პენე არ უნდა იყოს გადახარშული. გადაწურეთ და გადაიტანეთ დიდ ჯამში. მოათავსეთ ქათმის მიქსი პენეზე, მსუბუქად ამოურიეთ, მორთეთ ცოცხალი მწვანე ხახვით და მიირთვით მაშინვე.

ნახეთ ასევე

ღუმელში ბოთლზე შებრაწული ქათამი

ღუმელში ბოთლზე შებრაწული ქათამი

ინგრედიენტები (4-6ულუფა): 

1 ქათამი 2 კგ, 

200 მლ შავი ლუდი, 

1 ს/კ მუქი თაფლი, 

1 ს/კ მდოგვი, 

5-6 კბილი ნიორი, 

1 ს/კ როზმარინის ფოთლები ან 1 ჩ/კ ქინძი, 

1 ს/კ ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი, 

მარილი, 

ახლად დაფქული შავი პილპილი. 

 

მომზადების წესი: მოამზადეთ ნახევარლიტრიანი შუშის ბოთლი განიერი ყელით (თუ ასეთი არ გაქვთ გამოიყენეთ ჩვეულებრივი ლუდის ბოთლი). საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოთლი, სრულიად მოაცილეთ ეტიკეტი და წებო. 

ჩაასხით ბოთლში ლუდი. ჩაყარეთ ნიორი და როზმარინი. აურიეთ ერთად მდოგვი, თაფლი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. წაუსვით ქათამს შიგნიდანაც და გარედანაც. მკერდთან გაჭერით კანი და ფრთები ჩაუდეთ ჯიბეებში დასვით ქათამი ბოთლზე. ღუმელში შედგით ღრმა ფორმა, მასზე მოათავსეთ ბოთლი ქათმით. ფორმაში ცოტა წყალი ჩაასხით, რომ ქათმისგან გამოსული ცხიმი არ მიეკრას და არ დაიწვას. ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე, როცა გაცხელდება აუწიეთ 200 გრადუსამდე და შებრაწეთ ქათამი 20-25 წუთით. შემდეგ დაუწიეთ 160 გრადუსამდე და კიდევ 40 წუთი წვით. მომზადებული ქათამი გამოიღეთ ღუმლიდან, ფრთხილად გამოაცალეთ ბოთლი და დაჭერით ულუფებად.

ვრცლად
ქათმის ღვიძლის პაშტეტი

ქათმის ღვიძლის პაშტეტი

ინგრედიენტები:                   

ქათმის ღვიძლი   400გ,       

კარაქი   200გ,       

მზესუმზირის ზეთი   40მლ,       

სტაფილო   70გ,       

ხახვი   70გ,       

ნაღები   70მლ,       

ფორთოხალი   100გ,       

ქინძი   20გ,       

ჩაბატა   120გ.   

 

მომზადების წესი: ხახვი და სტაფილო მოათავსეთ ქვაბში დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს და მოხარშეთ (ხარშეთ დაახლოებით 15 წთ-ის განმავლობაში), მოხარშვის შემდეგ გადაიტანეთ გრილ ჭურჭელში ბულიონიანად, რომ გაგრილდეს. ტაფა გაახურეთ დაასხით ზეთი და 50გ კარაქი, ჩაუშვით ქათმის გულ გვიძლი, დააყარეთ მარილი გემოვნებით, შებრაცვამდე 1 წუთით ადრე მოაწურეთ 40მლ ფორთოხლის წვენი და 1 წუთის შემდეგ გადაიტანეთ გრილ ჭურჭელში, რათა ღვიძლიც გაგრილდეს. ბოსტნეულის და ბულიონის მასა, რომ გაგრილდება, ბოსტნეული გადაიტანეთ მაღალდ/ღრმა ჭურჭელში, საჭიროების მიხედვით დაამატეთ ბულიონი (ისე, რომ მიიღოთ სქელი სოუსის კონსისტენციის მასა) და ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. ღრმა ჯამში მოათავსეთ ქათმის ღვიძლი, დაასხით ბოსტნეულის და ბულიონის მასა და ერთად დაბლენდერეთ ისე, რომ კარგად გაიხნას ერთმანეთში. მომზადებულ მასას დაამატეთ ფორთოხლის წვენი 60მლ, ნაღები, მარილი გემოვნებით და მარიზით გადაურიეთ ეთმანეთში. მომზადებული ქათმის ღვიძლის პაშტეტი გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში თავზე დააფარეთ და შეინახეთ მაცივარში 30 წთ-ის განმავლობაში პარალელურად ოთახის ტემპერატურაზე მყოპ კარაქს გადაურიეთ ქინძი, მარილი გემოვნებით, ფორთოხლის ცედრა სურვილის მიხედვით, დაბალ ცეცხლთან დაიჭირეთ(არ დადგათ გაზქურაზე) სწრაფი მორევით ოდნავ შეალგვეთ. გაციებული პაშტეტი გამოიღეთ მაცივრიდან ზევიდან დაასხით სასურველი რაოდენიბუს მომზადებული კარაქი, თავზე დაახურეთ და ისევ შეინახეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში (პაშტეტის შენახვა რეკომენდირებულია 3 დღის განმავლობაში). გახუხეთ ჩაბატა (შეგიძლიათ გამოიყენოთ მორჩენილი კარაქი ქინძით და ფორთოხლის ცედრით.გაციებული კერძი გამოიღეთ მაცივრიდან გადაუსვით ბრუსკეტას და გემრიელად მიირთვით.

ვრცლად
ქათმის წვნიანი

ქათმის წვნიანი

ინგრედიენტები:                   

ბულიონის ნაკრები   1შეკვრა,       

ხახვი   120გ,       

ბარდა   60გ,       

სტაფილო   120გ,      

ნიორი   6გ,       

კარაქი   30გ,       

ფქვილი   45გ,       

რძე   500მლ,       

ქათმის ფილე   350გ,       

პასტა (მაკარონი)   250გ,       

მარილი   15გ.    

 

მომზადების წესი: დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში დაადგით ბულიონი (ქვაბში ჩაუშვით ბულიონის ნაკრები, ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, სტაფილოს გარეცხილი კანი და დაასხით წყალი ისე, რომ პროდუქტი კარგად დაფაროს). ქვაბში ჩაუშვით შჯუაზე გაჭრილი ქათმის ფილე დაასხით მარილ-წყალი, გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში სიცივეში და შემდეგ მოხარშეთ 10 წუთის განმავლობში. ტაფაზე მოხალეთ ფქვილი ოქროსფრამდე, დაასხით გამღვალი კარაქი, აურიეთ ერთმანეთში (რუ(კარგად შერევის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან)). გამზადებული ბულიონი გადაწურეთ, გადაწურულ სითხეში ჩაამატეთ რძე, დაადგით საშვალო დონის ცეცხლზე, წამოდუღების შემდეგ სწრაფ მორევის პარალელურად ჩაამატეთ ფქვილის და კარაქის მასა (რუ) და შეასქელეთ ბულიონი. წვნიანის მომზადების პარალელურად მოხარშეთ პასტა (ფუსილი). წვრილ სლაისებად დაჭრილი სტაფილო, ბარდა, პასტა (ფუსილი) და მოხარშული და თხლად დაჭრილი ქათამი ჩაუშვით სასურველ ჭურჭელში და ზემოდან დაასხით ბულიონის მასა. წვნიანი მზად არის, გადაიტანეთ სასურველ ჭურელში და გემრიელად მიირთვით.

ვრცლად