ქათამი მაყვალში

ქათამი მაყვალში

ქათამი მაყვალში

მთლიან ქათამს მოვაყაროთ მარილი ორივე მხრიდან

შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე

 

მაყვლის სოუსის მომზადება

დავნაყოთ:

  • მაყვალი
  • ქინძი
  • ნიორი
  • მარილთან ერთად

 

დავალბენდეროთ მაყვალი (დავუმატოთ ცოტაოდენი წყალი)

შემდეგ გავცრათ საწურზე

 

მაყვლის წვენს დავამატოთ ჩანაყილი ნიორი, ასევე გემოვნებით შაქარი

დავუმატოთ ქინძი

კარგად გადავურიოთ

 

მაყვლის წვენი მოასხით შემწვარ ქათამს და გემრიელად მიირთვით

ნახეთ ასევე

ქათმის კოტლეტი

ქათმის კოტლეტი

ინგრედიენტები (6ულუფა):

1კგ ფარშირებული ქათმის ხორცი,

4-5 ნაწერი თეთრი პური,

½ ჭიქა რძე,

2 ს/კ მაღალცხიმიანი ნაღები,

2 კვერცხი,

70 გრამი კარაქი,

1 ჭიქა საფანელი,

ერბო,

მარილი, 

პილპილი.

 

მომზადების წესი:​ ქათმის ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპმანქანაში პური ჩაალბეთ რძეში და გაწურეთ პური დაუმატეთ ფარშს, იქვე დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ნაღები. კარგად ამოურიეთ, ჩააყარეთ მარილი და პილპილი. კიდევ ერთხელ ამოურიეთ. ფარში უნდა იყოს რბილი, მაგრამ წვენი არ უნდა გასდიოდეს, რომ კატლეტის ფორმა მიიღოს ჯამში გათქვიფეთ კვერცხი, ცალკე თეფშზე დაყარეთ საფანელი ფარში გაყავით რამდენიმე ნაწილად და სველი ხელით მიეცით ოვალური კატლეტების ფორმა. ამოავლეთ კატლეტები კვერცხში, შემდეგ საფანელში. გააცხელეთ ტაფაზე ერბო 1 სმ სიმაღლეზე, და ყველა მხრიდან შეწვით კატლეტი საშუალო ცეცხლზე გაოქროსფერებამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ტაფას თავზე და კიდევ 5-7 წუთი წვით.

ვრცლად