ქათმის პოპკორნი

ქათმის პოპკორნი

ინგრედიენტები (6ულუფა):

რანჩ სოუსი, 

ქათმის ფილე   200გ,

კვერცხი   2ც, 

პანკო   400გ, 

მზესუმზირის ზეთი   50მლ,       

მდოგვი   20გ, 

ფქვილი   400გ,

ლიმონი   8მლ, 

მარილი   8გ,  

არაჟანი   30გ,

პილპილი   6გ,         

კამა   10გ,       

პაპრიკა   10გ,         

მარილი   6გ,       

ნიორის პუდრა   8გ,         

ნივრის პუდრა   6გ,       

მზესუმზირის ზეთი   500მლ.               

 

მომზადების წესი: ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბებად. მოამზადეთ სამი ჯამი, ერთში მოათავსეთ კვერცხი (4გ მარილი, 3გ პილპილი, 5გ პაპრიკა, 4 გ ნიორის ფხვნილი), მეორეში პანკო და მესმეში ფქვილი (ფქვილში შეურიეთ დარჩენილი სუნელები). გაუკეთეთ კუბებად დაჭრილ ქათმის ფილეს პანირება თანმიმდევრულად (ფქვილი, კვერცხი, ფქვილი, კვერცხი, პანკო). ქვაბში ჩაასხით ზეთი, გააცხელეთ 160 გრადუსზე და ჩაუშვით გამზადებული ქათმის პოპკორნი 6-7 წუთის განმავლობაში. მომზადების დასრულების შემდეგ, დასერვირებამდე გადაიტანეთ ქაღალდზე, რომ ზედმეტი ზეთი მოშორდეს.რანჩ სოუსი კვერცხის გული 3გ მარილთან, მდოგვთან და ლიმონის წვენთან ერთად ათქვიფეთ. კვერცხის მასა გადაიტანეთ მაღალ ჭურჭელში და ბლენდერის სწრაფი მორევის პარალელურად ნელ-ნელა შეიყვანეთ ზეთი კარგად შესქელებამდე. მაიონეზის მასა გადაიტანეთ ჯამში, შეურიეთ არაჟანი, ნივრის პუდრა და დაკეპილი კამა. სოუსი და ქათმის პოპკორნი მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში, გემრიელად მიირთვით.

ნახეთ ასევე

შემწვარი ქათამი ლიმონით და ნივრით

შემწვარი ქათამი ლიმონით და ნივრით

ინგრედიენტები (2ულუფა): 

1 ქათამი (1000 გრ), 

4 კბილი ნიორი, 

2 ტოტი როზმარინი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი როზმარინი), 

1 ლიმონი, 

1 ს/კ ცხარე მდოგვი, 

1 ს/კ ტკბილი მდოგვი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

პილპილი,

მარილი. 

 

მომზადების წესი: ქათამი სირგძეზე გაჭერით ორად. ნიორი დაჭერით თხლად. როზმარინიც 2–2 სმ სიგრძეზე დაჭერით. თითებით, დანის ბლაგვი პირით ან კოვზის ბოლოთი ფრთხილად ააცალეთ კანი ხორცს. როზმარინი და ნიორი თანაბრად გადაანაწილეთ კანქვეშ. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ტაფაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ, ქათმის ნახევრები ზედ დააწყვეთ და მოაყარეთ პილპილ/მარილი. გახეხეთ ლიმონის ცედრა, ხოლო ლიმონი გამოწურეთ. ცედრა და წვენი შეურიეთ ცხარე და ტკბილ მდოგვს, და ზეითუნის ზეთს. მიღებული სოუსი წაუსვით ქათამს გარედან. მოათავსეთ ქათამი ღუმელში, ტემპერატურას დაუწიეთ 160 გრადუსამდე და 45 წუთის განმავლობაში ბრაწეთ.

ვრცლად
ქათმის შნიცელი

ქათმის შნიცელი

ინგრედიენტები:                    

ქათმის ფილე   200გ,       

საფანელი   400გ,       

ფქვილი   400გ,       

კვერცხი   2ც,       

მდოგვის პუდრა   8გ,       

ჯინჯერის პუდრა   8გ,      

მარილი   8გ,       პილპილი   6გ,       

ლიმონი   70გ,       

კამა   10გ.    

 

მომზადების წესი: ქათმის ფილე გაჭერით შუაზე, მოათავსეთ დაფაზე, გადააფარეთ პლასტიკი და დაბეგვეთ ნაზად (ისე, რომ არ გაიხეს ხორცი). დაბეგვილი ქათმის ფილე მოათავსეთ მარილ წყალში და დააყოვნეთ სულ ცოტა 20 წუთის განმავლობაში პარალელურად მოიმზადეთ პანირებისთვის ინგრედიენტები: ერთ ჯამში საფანელი, რომელშიც უნდა შეურიოთ ყველა მშრალი ინგრედიენტები ½ (სუნელები,გრამაჟში მითითებული რაოდენობების მიხედვით) და მარილი, მეორეში ჯამში მოათავსეთ ფქვილი და შეურიეთ დარჩენილი მშრალი ინგრედიენტები, მესამეში ჩაუშვით კვერცხი, მარილი და კარგად ათქვიფეთ. ხორცის დაყოვნების შემდეგ გაუკეთეთ თანმიმდევრული პანიერბა (კვერცხი, ფქვილი, კვერცხი, საფანელი) 160 გრადუსზე გააცხელეთ ზეთი ქვაბში. ქვაბში ჩაუშვით შნიცელი და მოამზადეთ 5-6 წუთის განმავლობაში. მომზადებული შნიცელი გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელზე, მოაყარეთ ქინძი (ან ნებისმიერი მწვანილი, სურვილის მიხედვით), მოაწურეთ ლიმონი გემოვნებით და გემრიელად მიირთვით.

ვრცლად
შემბრაწული ქათამი ფორთოხლით

შემბრაწული ქათამი ფორთოხლით

ინგრედიენტები (4ულუფა): 

1 ქათამი (1300 გრამი), 

1 ფორთოხალი, 

1 ჩ/კ ქინძის თესლი, 

1 ს/კ კარაქი, 

1 ს/კ ზეთი, 

მარილი, 

პილპილი.

 

მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. გახეხეთ ფორთოხლის ცედრა და გამოწურეთ წვენი. ქინძის თესლი ტაფაზე ოდნავ მოხრაკეთ და წვრილათ დაფქვით. აურიეთ ერთად კარაქი , ზეთი, ქინძი, ფორთოხლის ცედრა და1 ს/კ ფორთოხლის წვენი. გარეცხილი ქათამი, შეაშრეთ და შეაზილეთ მიღებული მასა. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ დარჩენილი ფორთოხალი გაჭრათ და შეუტენოთ ქათამს მუცლის ღრუში. ღუმელს დაუწიეთ 200 გრადუსზე, ქათამი გვერდულად მოათავსეთ ცხაურზე და 20 წუთი ბრაწეთ. გადმოაბრუნეთ მეორე გვერდზე და კიდევ 20 წუთით ბრაწეთ. ამის შემდეგ მოათავსეთ მკერდით ზემოთ და კიდევ 20 წუთით დატოვეთ. როცა მომზადდება გამოიღეთ ღუმელიდან, დაასვენეთ 5 წუთით, დაჭერით და მიირთვით ცხელი.

ვრცლად