ყალია ქათმის ხორცით

ყალია ქათმის ხორცით

რეცეპტი:

  • ნედლი ქათამი
  • მზესუმზირის ზეთი ქათმის დასაბრაწად
  • კარაქი
  • ხახვი 2-3 თავი
  • ნიორი 3 კბილი
  • 4-5 ბროწეული (300 მლ ბროწეულის წვენისთვის)
  • მარილი
  • დაღერღილი წითელი წიწაკა გემოვნებით
  • 0.5 ჩ/კ შებოლილი პაპრიკა
  • 0.5 ჩ/კ ხმელი ქინძი
  • 0.5 ჩ/კ შემწვარი ქათმის საკმაზი
  • ბროწეულის მარცვლები (სერვირებისთვის)
  • ცოცხალი ქინძი (სერვირებისთვის)


იცოდით თუ არა, რომ ისტორიულად ეს გასაოცრად გემრიელი კერძი ქართველებმა ებრაელებისგან ისწავლეს?

ტრადიციული ებრაული ყალია იხვის ხორცით კეთდებოდა.

ნახეთ ასევე

ქათმის წვნიანი

ქათმის წვნიანი

ინგრედიენტები:                   

ბულიონის ნაკრები   1შეკვრა,       

ხახვი   120გ,       

ბარდა   60გ,       

სტაფილო   120გ,      

ნიორი   6გ,       

კარაქი   30გ,       

ფქვილი   45გ,       

რძე   500მლ,       

ქათმის ფილე   350გ,       

პასტა (მაკარონი)   250გ,       

მარილი   15გ.    

 

მომზადების წესი: დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში დაადგით ბულიონი (ქვაბში ჩაუშვით ბულიონის ნაკრები, ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, სტაფილოს გარეცხილი კანი და დაასხით წყალი ისე, რომ პროდუქტი კარგად დაფაროს). ქვაბში ჩაუშვით შჯუაზე გაჭრილი ქათმის ფილე დაასხით მარილ-წყალი, გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში სიცივეში და შემდეგ მოხარშეთ 10 წუთის განმავლობში. ტაფაზე მოხალეთ ფქვილი ოქროსფრამდე, დაასხით გამღვალი კარაქი, აურიეთ ერთმანეთში (რუ(კარგად შერევის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან)). გამზადებული ბულიონი გადაწურეთ, გადაწურულ სითხეში ჩაამატეთ რძე, დაადგით საშვალო დონის ცეცხლზე, წამოდუღების შემდეგ სწრაფ მორევის პარალელურად ჩაამატეთ ფქვილის და კარაქის მასა (რუ) და შეასქელეთ ბულიონი. წვნიანის მომზადების პარალელურად მოხარშეთ პასტა (ფუსილი). წვრილ სლაისებად დაჭრილი სტაფილო, ბარდა, პასტა (ფუსილი) და მოხარშული და თხლად დაჭრილი ქათამი ჩაუშვით სასურველ ჭურჭელში და ზემოდან დაასხით ბულიონის მასა. წვნიანი მზად არის, გადაიტანეთ სასურველ ჭურელში და გემრიელად მიირთვით.

ვრცლად
შქმერული

შქმერული

დაგვჭირდება:

ბიუ ბიუს ქათამი 1,200გრ

მარილი გემოვნებით

კარაქი ან ერბო 100გრ

დანაყული ნიორი 80გრ

წყალი 400მლ


მომზადების წესი:

ქათამი დავამუშაოთ და გავრეცხოთ. შემდგომში გაზის ფარსუნკის დახმარებით შევტრუსოთ.

მოვაყაროთ მარილი ორივე მხარეს. საცხობ ტაფაზე მოვათავსოთ 50კარაქი. კარქის ზედაპირზე მოვთავსოთ ქათამი და ასევე 50გრ კარაქი მოვათავსოთ ქათმის ზედაპირზე. 

გამოვაცხოთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 200გრადუსზე. 

40 წუთის განმავლობაში. გამოცხვარი გავაგრილოთ შემდგომში დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. ტაფის ნამწვაში დარჩენილი ცხიმი წამოვადუღოთ.

დაუმატოთ დანაყული ნიორი და მოვთუშოთ 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. 

როდესაც მოითუშება დავუმატოთ წყალი, გავხსნათ სითხე. 

მოვათავსოთ შემწვარი ქათამი. 

ვადუღოთ ადუღებიდან 3 წუთი. 

მზა კერძი მოვათავსოთ სერვირების თეფშზე.

ვრცლად