ქათმის სენდვიჩი

ქათმის სენდვიჩი

როგორ გავხადოთ ქათმის სენდვიჩი გამორჩეული და მადისამღძვრელი?...

გამოიყენეთ ბიუ ბიუს შებოლილი ქათმის ფილე და ეს რეცეპტი შეგაყვარებთ თავს!

2 ცალი სენდვიჩისთვის დაგვჭირდება:

300 გ. ბიუ ბიუს შებოლილი ქათმის ფილე

2 ცალი სენდვიჩის პური

2 ცალი მოზრდილი სალათის ფოთოლი

1 ცალი მოზრდილი პომიდორი

1 თავო წითელი ხახვი

სოუსისთვის:

150 გ. კრემყველი

30 გ. პესტოს სოუსი

პესტოს რეცეპტი

1 შეკვრა (50 გ.) ბაზილიკი /ტარხუნა ან ოხრახუში

50 გ. პარმეზანი

50 გ. ნიგოზი

100 მლ. ზეითუნის ზეთი

1 კბილი ნიორი

გემრიელად მიირთვით!

ნახეთ ასევე

ქათმის წვნიანი

ქათმის წვნიანი

ინგრედიენტები:                   

ბულიონის ნაკრები   1შეკვრა,       

ხახვი   120გ,       

ბარდა   60გ,       

სტაფილო   120გ,      

ნიორი   6გ,       

კარაქი   30გ,       

ფქვილი   45გ,       

რძე   500მლ,       

ქათმის ფილე   350გ,       

პასტა (მაკარონი)   250გ,       

მარილი   15გ.    

 

მომზადების წესი: დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში დაადგით ბულიონი (ქვაბში ჩაუშვით ბულიონის ნაკრები, ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, სტაფილოს გარეცხილი კანი და დაასხით წყალი ისე, რომ პროდუქტი კარგად დაფაროს). ქვაბში ჩაუშვით შჯუაზე გაჭრილი ქათმის ფილე დაასხით მარილ-წყალი, გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში სიცივეში და შემდეგ მოხარშეთ 10 წუთის განმავლობში. ტაფაზე მოხალეთ ფქვილი ოქროსფრამდე, დაასხით გამღვალი კარაქი, აურიეთ ერთმანეთში (რუ(კარგად შერევის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან)). გამზადებული ბულიონი გადაწურეთ, გადაწურულ სითხეში ჩაამატეთ რძე, დაადგით საშვალო დონის ცეცხლზე, წამოდუღების შემდეგ სწრაფ მორევის პარალელურად ჩაამატეთ ფქვილის და კარაქის მასა (რუ) და შეასქელეთ ბულიონი. წვნიანის მომზადების პარალელურად მოხარშეთ პასტა (ფუსილი). წვრილ სლაისებად დაჭრილი სტაფილო, ბარდა, პასტა (ფუსილი) და მოხარშული და თხლად დაჭრილი ქათამი ჩაუშვით სასურველ ჭურჭელში და ზემოდან დაასხით ბულიონის მასა. წვნიანი მზად არის, გადაიტანეთ სასურველ ჭურელში და გემრიელად მიირთვით.

ვრცლად
შემბრაწული ქათამი ფორთოხლით

შემბრაწული ქათამი ფორთოხლით

ინგრედიენტები (4ულუფა): 

1 ქათამი (1300 გრამი), 

1 ფორთოხალი, 

1 ჩ/კ ქინძის თესლი, 

1 ს/კ კარაქი, 

1 ს/კ ზეთი, 

მარილი, 

პილპილი.

 

მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. გახეხეთ ფორთოხლის ცედრა და გამოწურეთ წვენი. ქინძის თესლი ტაფაზე ოდნავ მოხრაკეთ და წვრილათ დაფქვით. აურიეთ ერთად კარაქი , ზეთი, ქინძი, ფორთოხლის ცედრა და1 ს/კ ფორთოხლის წვენი. გარეცხილი ქათამი, შეაშრეთ და შეაზილეთ მიღებული მასა. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ დარჩენილი ფორთოხალი გაჭრათ და შეუტენოთ ქათამს მუცლის ღრუში. ღუმელს დაუწიეთ 200 გრადუსზე, ქათამი გვერდულად მოათავსეთ ცხაურზე და 20 წუთი ბრაწეთ. გადმოაბრუნეთ მეორე გვერდზე და კიდევ 20 წუთით ბრაწეთ. ამის შემდეგ მოათავსეთ მკერდით ზემოთ და კიდევ 20 წუთით დატოვეთ. როცა მომზადდება გამოიღეთ ღუმელიდან, დაასვენეთ 5 წუთით, დაჭერით და მიირთვით ცხელი.

ვრცლად