ქათმის “ფიფქები”

ქათმის “ფიფქები”

ბიუ ბიუს ქათმის “ფიფქები”!

უგემრიელესი ქათმის კატლეტები მარტივად…

დაგჭირდებათ:

  • 500 გრ ნედლი ქათმის ფილე
  • 3 კვერცხი
  • მარილი/პილპილი
  • ოხრახუში (შეგიძლიათ გამოტოვოთ)
  • 50 გრ არაჟანი
  • 200 გრ სულგუნი
  • 120 გრ ფქვილი
  • ზეთი/კარაქი შესაწვავად

ვწვავთ ორივე მხრიდან, თითო მხარეს 3-4 წუთით საშუალო ცეცხლზე.

პორცია: 10 ცალი

ნახეთ ასევე

შებრაწული ქათამი ბროწეულის ბაჟეში

შებრაწული ქათამი ბროწეულის ბაჟეში

ინგრედიენტები:

  • 1.5 კილოიანი ქათამი
  • მარილი
  • წიწაკა
  • პაპრიკა

ბაჟესთვის:

  • 500 გრ. ნიგოზი
  • ქინძი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 800 გრ. ბროწეული (გარჩეული მარცვლები)
  • 400 მლ. ცივი წყალი
  • ხმელი ქინძი / უცხო სუნელი
  • მარილი / წითელი წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ქათამს მოაყარეთ სანელებლები, კარგად გადაანაწილეთ და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 1 საათი.
  2. ნიგოზი, ქინძი და ნიორი გაატარეთ, ბროწეული წყალთან ერთად დააბლენდერეთ და გადაწურეთ. 
  3. ნიგვზის მასას დაუმატეთ მარილი და წიწაკა, სანელებლები, დაასხით ბროწეულის წვენი, გადაურიეთ, დააბლენდერეთ და ბაჟეც მზადაა.
  4. დაასხით ბაჟე თეფშზე და მოათავსეთ მასში დაბრაწული ქათმის ნაჭრები.

გემრიელად მიირთვით!

ვრცლად
ქათამი მდოგვის და ნაღების სოუსში

ქათამი მდოგვის და ნაღების სოუსში

ინგრედიენტები (4ულუფა): 

4 ქათმის ფილე მსუბუქად დაბეგვილი (1,5 სმ სისქეზე), 

1 ს/კ კარაქი, 

1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

მარილი,

ახლად დაფქული შავი წიწაკა, 

½ ჭიქა ქათმის ბულიონი, 

2/3 ჭიქა მაღალცხიმიანი ნაღები (35%+), 

2 ს/კ მდოგვი, 

2 ს/კ ქორფა ოხრახუში, წვრილად დაჭრილი.

 

მომზადების წესი: ტაფაზე გააცხელეთ კარაქი და ზეთი, საშუალო-მაღალ ცეცხლზე. ქათმის ფილე კარგად შეკმაზეთ მარილით და შავი წიწაკით, და 5 წუთით შებრაწეთ თითო მხარეს. ბოლომდე რომ შეიწვება გადმოიტანეთ თეფშზე, დააფარეთ ალუმინის ფურცელი. დაასხით ტაფაზე ქათმის ბულიონი, დაუმატეთ ნაღები, მდოგვი და ოხრახუში. დაახლოებით 3 წუთი ურიეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ სოუსი გასქელდება. მოასხით სოუსი ქათამს და მიირთვით თბილი. 

ვრცლად