შებრაწული ქათამი ბროწეულის ბაჟეში

შებრაწული ქათამი ბროწეულის ბაჟეში

ინგრედიენტები:

  • 1.5 კილოიანი ქათამი
  • მარილი
  • წიწაკა
  • პაპრიკა

ბაჟესთვის:

  • 500 გრ. ნიგოზი
  • ქინძი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 800 გრ. ბროწეული (გარჩეული მარცვლები)
  • 400 მლ. ცივი წყალი
  • ხმელი ქინძი / უცხო სუნელი
  • მარილი / წითელი წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ქათამს მოაყარეთ სანელებლები, კარგად გადაანაწილეთ და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 1 საათი.
  2. ნიგოზი, ქინძი და ნიორი გაატარეთ, ბროწეული წყალთან ერთად დააბლენდერეთ და გადაწურეთ. 
  3. ნიგვზის მასას დაუმატეთ მარილი და წიწაკა, სანელებლები, დაასხით ბროწეულის წვენი, გადაურიეთ, დააბლენდერეთ და ბაჟეც მზადაა.
  4. დაასხით ბაჟე თეფშზე და მოათავსეთ მასში დაბრაწული ქათმის ნაჭრები.

გემრიელად მიირთვით!

ნახეთ ასევე

შემწვარი ქათამი ლიმონით და ნივრით

შემწვარი ქათამი ლიმონით და ნივრით

ინგრედიენტები (2ულუფა): 

1 ქათამი (1000 გრ), 

4 კბილი ნიორი, 

2 ტოტი როზმარინი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი როზმარინი), 

1 ლიმონი, 

1 ს/კ ცხარე მდოგვი, 

1 ს/კ ტკბილი მდოგვი, 

2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 

პილპილი,

მარილი. 

 

მომზადების წესი: ქათამი სირგძეზე გაჭერით ორად. ნიორი დაჭერით თხლად. როზმარინიც 2–2 სმ სიგრძეზე დაჭერით. თითებით, დანის ბლაგვი პირით ან კოვზის ბოლოთი ფრთხილად ააცალეთ კანი ხორცს. როზმარინი და ნიორი თანაბრად გადაანაწილეთ კანქვეშ. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ტაფაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ, ქათმის ნახევრები ზედ დააწყვეთ და მოაყარეთ პილპილ/მარილი. გახეხეთ ლიმონის ცედრა, ხოლო ლიმონი გამოწურეთ. ცედრა და წვენი შეურიეთ ცხარე და ტკბილ მდოგვს, და ზეითუნის ზეთს. მიღებული სოუსი წაუსვით ქათამს გარედან. მოათავსეთ ქათამი ღუმელში, ტემპერატურას დაუწიეთ 160 გრადუსამდე და 45 წუთის განმავლობაში ბრაწეთ.

ვრცლად
ქათმის შნიცელი

ქათმის შნიცელი

ინგრედიენტები:                    

ქათმის ფილე   200გ,       

საფანელი   400გ,       

ფქვილი   400გ,       

კვერცხი   2ც,       

მდოგვის პუდრა   8გ,       

ჯინჯერის პუდრა   8გ,      

მარილი   8გ,       პილპილი   6გ,       

ლიმონი   70გ,       

კამა   10გ.    

 

მომზადების წესი: ქათმის ფილე გაჭერით შუაზე, მოათავსეთ დაფაზე, გადააფარეთ პლასტიკი და დაბეგვეთ ნაზად (ისე, რომ არ გაიხეს ხორცი). დაბეგვილი ქათმის ფილე მოათავსეთ მარილ წყალში და დააყოვნეთ სულ ცოტა 20 წუთის განმავლობაში პარალელურად მოიმზადეთ პანირებისთვის ინგრედიენტები: ერთ ჯამში საფანელი, რომელშიც უნდა შეურიოთ ყველა მშრალი ინგრედიენტები ½ (სუნელები,გრამაჟში მითითებული რაოდენობების მიხედვით) და მარილი, მეორეში ჯამში მოათავსეთ ფქვილი და შეურიეთ დარჩენილი მშრალი ინგრედიენტები, მესამეში ჩაუშვით კვერცხი, მარილი და კარგად ათქვიფეთ. ხორცის დაყოვნების შემდეგ გაუკეთეთ თანმიმდევრული პანიერბა (კვერცხი, ფქვილი, კვერცხი, საფანელი) 160 გრადუსზე გააცხელეთ ზეთი ქვაბში. ქვაბში ჩაუშვით შნიცელი და მოამზადეთ 5-6 წუთის განმავლობაში. მომზადებული შნიცელი გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელზე, მოაყარეთ ქინძი (ან ნებისმიერი მწვანილი, სურვილის მიხედვით), მოაწურეთ ლიმონი გემოვნებით და გემრიელად მიირთვით.

ვრცლად